საქართველოს ჩემპიონატს 20-წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის 3-დან 3 ქულით ლიდერობენ ირაკლი ბერაძე და ნიკოლოზ ცომაია. ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ ლუკა ლიჩელსა და ნიკა ღვამბერიას.
მომდევნო ტურში საინტერესო იქნება: ცომაია-ბერაძეს, თუთისანი-ღვამბერიას და ლიჩელი-პეტრიაშვილის პარტიები.
გოგონათა ჩემპიონატსაც დანაკარგის გარეშე ორი მონაწილე ლიდერობს და მომდევნო ტურში ისინი ერთმანეთს შეხვდებიან. თეთრი ფიგურებით ნინო ხომერიკი მარიამ ჭოლაძეს დაუპირისპირდება. ლიდერებზე ერთი ქულით ნაკლები აქვთ აქტივში ანა შამათავასა და ნინო ჯალაღონიას.
ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ტარდება და გამარჯვებული მოჭადრაკეები აგვისტოში თანატოლთა შორის ინდოეთში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
შეჯიბრში ასევე დაწესებულია საპრიზო ფონდი, რომელიც სამეულში გასულ მონაწილეებზე შემდეგნაირად გადანაწილდება: I ადგილი – 500 ლარი, II ადგილი – 400 ლარი, III ადგილი – 200 ლარი.