ფეხბურთი

15:39 | 12.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალში” გამცემს ეძებენ

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი პრესის ფურცლებზე გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის კონტრაქტის დეტალების გამოქვეყნებით სერიოზულად შეშფოთებულია და კლუბში გამცემს ეძებს.

როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში ესპანურ პრესაში “რეალის” ფეხბურთელების გარეთ ბეილის და ტონი კროოსის კონტრაქტის დეტალები გამოქვეყნდა, ამასთანავე, დასახელდა შეთანხმების დეტალები “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარესთან დევიდ დე ხეასთან, რომელიც მადრიდში გასულ ზაფხულს უნდა გადაბარგებულიყო, თუმცა ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა.

პერესი და “რეალის” ხელმძღვანელები დარწმუნებულნი არიან, რომ ჟურნალისტებს ცნობებს კლუბიდან აწვდიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117877