მადრიდის “რეალის” შემტევი გარეთ ბეილი ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩს იტალიური “რომას” წინააღმდეგ გამოტოვებს. ამასთან, შესაძლოა უელსელ გარემარბს ლა ლიგის კალენდარული შეხვედრა “ატლეტიკოსთანაც” გაუცდეს. ამის შესახებ ავტორიტეტული მადრიდული გამოცემა “ასი” იუწყება.
“რეალი”, “რომას” 17, ხოლო “ატლეტიკოს” 27 თებერვალს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, ბეილმა ტრავმა 17 იანვარს, ხიხონის “სპორტინგთან” მატჩში მიიღო და მას შემდგომ ლაზარეთში იმყოფება.