“სან ანტონიოს” 39 წლის ფორვარდმა ტიმ დანკანმა ლეგენდარულ დიკემბე მუტომბოს მეტოქის ფარზე მოხსნილი ბურთების რაოდენობით გადაასწრო. “ორლანდოსთან” მატჩის შემდეგ ტიმს ნბა-ს რეგულარულ სეზონში მეტოქის ფარზე 3810 მოხსნა დაუგროვდა, ხოლო დიკემბე მუტომბოს 3808 მოხსნა აქვს.
დანკანი მეტოქის ფარზე მომხსენელებს შორის მეათეა, პირველ ადგილს მოზეს მელოუნი იკავებს – 6731.