ლოს ანჯელეს “კლიპერსის” გამთამაშებელმა კრის პოლმა ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მეპასეებს შორის მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.
“ბოსტონთან” (143:139) მოგებულ შეხვედრაში კრის პოლმა 35 ქულასთან ერთად 13 პასი გააკეთა და სულ კარიერაში 7400 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.
პოლმა მორის ჩიკსს გადაასწრო, რომელსაც კარიერის მანძილზე 7392 შედეგიანი გადაცემა აქვს გაკეთებული. ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მეპასე ჯონ სტოკტონია – 15 806.