“გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ფინიქს სანსს” 112:104 მოუგო. “ოქროს შტატელებმა” თავიანთივე დამყარებული რეკორდი გააუმჯობესეს. 52 შეხვედრიდან 48 მოიგეს და მხოლოდ ოთხ შეხვედრაში დამარცხდნენ, ასეთი შედეგი აქამდე არც ერთ გუნდს არ დაუფიქსირებია.
ნბა-ს მთლიანი რეგულარული სეზონის რეკორდი 1995/96 წლების “ჩიკაგო ბულზს” ეკუთვნის. “ხარებმა” სეზონი 72 მოგებით და 10 მარცხით დაასრულეს. დღევანდელ “გოლდენ სტეიტს” “ჩიკაგოს” რეკორდის გასაუმჯობესებლად დარჩენილი 30 შეხვედრიდან 25 მატჩის მოგება სჭირდება.