ჩინეთის “გუანჯოუ ფული” ვაკო ყაზაიშვილით დაინტერესდა. ამის შესახებ ჰოლანდიური Voetbalzone.nl წერს, თავდაპირველად კი ინფორმაცია ჰოლანდიურ ტელეარხზე გამოცხადებულა. როგორც აღნიშნულია, ჩინური კლუბი არნემის” ვიტესს” დაუკავშირდა ყაზაიშვილის შეძენის სურვილით.
საუბარია არა “გუანჯოუ ევერგრანდზე” (ჩინეთის ჩემპიონია), არამედ “გუანჯოუ ფულიზე”, რომელმაც ქვეყნის ჩემპიონატში მე-14 ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, ამ გუნდის მწვრთნელი დრაგან სტოიკოვიჩი გახლავთ – იუგოსლავიისა და შემდეგ სერბეთის ნაკრების ყოფილი ლიდერი, “ცრვენა ზვეზდაში” ჩემპიონთა თასის მფლობელი.
როგორც იცით, ჩინეთის კლუბები ამ ზამთარს ძალიან გააქტიურდნენ და არაერთი ცნობილი ფეხბურთელი გადაიბირეს. ფული, დიდი ფული...