ფეხბურთი

14:04 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” დე ხეას: 12 მილიონი სეზონში

მადრიდის “რეალი” “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარე დავიდ დე ხეას გადაბირებას მიუბრუნდა. როგორც ინგლისური მედია იტყობინება, “ბლანკოსი” მზადაა პირინეელ კიპერს სეზონში 12 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო “წითელ ეშმაკებს” 86 მილიონი ევრო. დე ხეას “მანჩესტერთან” კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

დე ხეას “რეალში” შესაძლო გადასვლაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს და გასულ ზაფხულს ტრანსფერი საბოლოო განხორცილებასთან ახლოსაც იყო, თუმცა ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა. მიმდინარე სეზონში დავიდმა “წითელი ეშმაკების” კარი 30 შეხვედრაში დაიცვა.

0.132108