სხვა

23:50 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპი დასრულებულია

საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ეროვნული ნაკრები დღეს უნგრეთში მსოფლიო თასზე საასპარეზოდ გაემგზავრება. ჩვენმა გუნდმა ირმა ხეცურიანის და ნინო თიბილაშვილის შემადგენლობით, მნიშვნელოვანი შეჯიბრების წინ საწვრთნელი შეკრება პოლონეთში გაიარა.

ვარშავაში 10-დღიანმა ინტენსიურმა მზადებამ ნაყოფიერად ჩაიარა. ქართველ ეტლით მოფარიკავეებს სხვადასხვა ქვეყნის ძლიერ და გამოცდილ პარტნიორებთან სპარინგის შესაძლებლობა ჰქონდათ.

2015 წლის საუკეთესო ქალ პარასპორტსმენისა და BP-ის ელჩის ირმა ხეცურიანის მთავარი მიზანი B კატეგორიაში რაპირით მოფარიკავეთა შორის, მომავალი პარაოლიმპიადის სალიცენზიო მარათონში დაწინაურებაა, ხოლო ანალოგიურ კატეგორიაში ხმლით მონაწილეთა შორის, ირმა მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.

რაც შეეხება ნინო თიბილაშვილს, ის ახალგაზრდებს შორის A კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელია, ამჟამად კი მისი მიზანი დიდებში საუკეთესო 8 მონაწილეს შორის შესვლა იქნება.

მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპს, სპორტსმენები და ნაკრების ხელმძღვანელი მალხაზ მესხი წარმატებულად აფასებენ.

0.142904