ფეხბურთი

23:28 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” ლაპორტეთი დაინტერესდა

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ბილბაოს” ერთადერთი უცხოელი მოთამაშის, ფრანგი ემერიკ ლაპორტეს სანაცვლოდ შეთავაზებას ამზადებს. ინფორმაციას Manchester Evening News-ი ავრცელებს.

ფეხბურთელისადმი ინტერესს ლუის ვან გაალი იჩენს. “მანჩესტერი” ბასკური კლუბის მცველის გარდა, ჯონ სტოუნის (“ევერტონი”) და რაფაელ ვარანის (“რეალი”) კანდიდატურებსაც განიხილავს.

მიმდინარე სეზონში ესპანური კლუბის რიგებში ფრანგმა მცველმა 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონით გაიზარდა და ამჟამად 20 მილიონ ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116227