მადრიდის “რეალის” ფორვარდი არგენტინელი ანდრეს ნოჩიონი ევროლიგამ მსაჯის უპატივცემულობის გამო 2500 ევროთი დააჯარიმა.
შემთხვევა ევროლიგის ტოპ-16-ის მეექვსე ტურში “ლაბორალ კუჩასთან” მატჩის დროს მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 36 წლის კალათბურთელი წლების განმავლობაში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშობდა - “ჩიკაგო”, “საკრამენტო”, “ფილადელფია”.