გერმანიის თასის 2015/16 წლების სეზონის გათამაშების პირველი ნახევარფინალისტები გაირკვნენ. ჩატარებული ორი მეოთხედფინალური მატჩიდან ორივე შემთხვევაში სტუმარმა იმარჯვა.
“დორტმუნდმა” “შტუტგარტი” 3:1 დაამარცხა (VIDEO). პირველ ტაიმში “ბორუსიას” მხრიდან თავი მარკო როისმა გამოიჩინა, ხოლო 21-ე წუთზე ლუკაშ რუპმა ანგარიში გაათანაბრა. ობამეიანგმა სტუმრები 31-ე წუთზე დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი მხითარიანმა შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე დააფიქსირა.
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა “ბაიარენაზე”, სადაც “ლევერკუზენი” “ვერდერთან” 1:3 დამარცხდა (VIDEO). შეხვედრაში ანგარიში ჩიჩარიტომ 22-ე წუთზე გახსნა. აღნიშნულ მატჩში მექსიკელმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქმნა. 31-ე წუთზე სანტიაგო გარსიამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო პირველი ტაიმის დასრულებამდე სამი წუთით ადრე “ვერდერის” ვეტერანმა თავდამსხმელმა კლაუდიო პიზარო თავისიანები ზუსტად გარდასახული პენალტის წყალობით დააწინაურა. მერე კი ფლორიან გრილიჩმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.
დარჩენილი ორი მეოთხედფინალური შეხვედრა დღეს გაიმართება. პირველი მატჩი 22:00 საათზე დაიწყება და ტურნირის ერთ-ერთი სენსაცია “ჰეიდენჰეიმი” შინ “ჰერტას” მიიღებს. მეორე დაპირისპირებაში კი “ბოხუმი” მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.