სხვა

1:00 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ეტლით მოფარიკავეები უნგრული მსოფლიო თასისთვის ემზადებიან

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები – ირმა ხეცურიანისა და ნინიკო თიბილაშვილის შემადგენლობით, 11-14 თებერვალს მსოფლიო თასზე იასპარეზებს.

უნგრეთის ქალაქ ეგერში გასამართი მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის გოგონები მზადების დასკვნით ნაწილს, უკვე კვირაზე მეტია, პოლონეთში გადიან.

ვარშავას შეკრება 10 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ჩვენი მოფარიკავეები, მსოფლიო თასის მასპინძელ ქალაქ ეგერში გადაინაცვლებენ.

უნგრეთში გასამართ ტურნირზე რაპირით ფარიკაობაში თითოეულ შეხვედრას რიოს მომავალი პარაოლიმპიადის საგზურისთვის ბრძლაში დიდი მნიშვნელობა აქვს, ხმალში კი მიზანი მედლისთვის ბრძოლა იქნება.

0.123222