კალათბურთი

17:42 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის 23 ქულა და 19 მოხსნა მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა

ქართველი კალათბურთელი ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიბანის ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ რჩება, თუმცა, ეს მისი გუნდის შედეგებზე ასახვას ვერ პოულობს.

ცქიტიშვილის “ჩემპვილს”, რომელიც ბოლო წლებში ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძოდა, ცუდი პერიოდი უდგას და 8 ტურის თავზე ერთადერთი გამარჯვებით ბოლო ადგილზე იმყოფება.

ჩემპვილელები ამჯერად “ლოუაიზეს” ესტუმრნენ და 65:85 დამარცხდნენ, რაც მე-9 პოზიციამდე დაქვეითებად დაუჯდათ, არადა, ნიკოლოზი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

ცქიტიშვილმა შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა და 23 ქულა, 19 მოხსნა (4 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 11-დან 8 ორქულიანი და 7-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, არ დაჯარიმებულა (!), მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.

შედეგად, ნიკოლოზის სარგებლიანობის კოეფიციენტი 41-ს გაუტოლდა და მან დანარჩენ კალათბურთელებს საგრძნობლად აჯობა.

ახლა, ლიბანის პირველობაზე მცირე შესვენებაა, “ჩემპვილი” კი მე-2 წრეს 5 მარტს, სტუმრად, მე-2 ადგილზე მყოფ “ჰომენეტმენთან” მატჩით გახსნის.

0.116906