ფეხბურთი

17:29 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტევესი: “არ ვიცი ეს რატომ ხდება”

ბუენოს აირესის “ბოკა ხუნიორსის” ლიდერი კარლოს ტევესი ცუდ ფორმაშია. ამას თავად არგენტინელი ფორვარდიც აღიარებს, თუმცა აღნიშნულის მიზეზს ვერ პოულობს. “ბოკა” არგენტინის პრიმერადივიზიონის პირველ ტურში გასვლაზე “ტემპერლეის” (0:0) დაუზავდა, ხოლო მოედანზე მყოფ ფეხბურთელთაგან ყველაზე დაბალი შეფასება “აპაჩემ” მიიღო.

“იმ ფეხბურთელებში, რომლებიც ცუდად თამაშობენ, პირველი ვარ, მაგრამ არ ვიცი რატომ. უნდა გავაგრძელო საკუთარ თავზე მუშაობა, რომ ფეხზე ისევ დავდგე”, - უთხრა ტევესმა clarin.com-ს.

აღსანიშნავია, რომ 32 წლის თავდამსხმელს გოლი გასული წლის სექტემბრის შემდეგ არ გაუტანია. საერთო ჯამში კი, მას მერე რაც მშობლიურ “ბოკა ხუნიორსში” დაბრუნდა, 13 შეხვედრაში თავი 5-ჯერ აქვს გამოჩენილი.

0.105229