ფეხბურთი

13:03 | 7.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ენრიკემ “ლევანტესთან” მატჩისთვის 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ “ლევანტესთან” გასამართი ლა ლიგის 23-ე ტურის მატჩისთვის 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

“ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტის განკარგულებაში შემდეგი ფეხბურტელები მოხვდნენ: ბრავო, ტერ შტეგენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ალვეში, თურანი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, ბარტრა, მუნირი, ალბა, რობერტო, ვიდალი, მატიე.

მასიპი, დუგლასი, სანდრო, ვერმალენი და ადრიანო ენრიკემ განაცხადს მიღმა დატოვა, ხოლო რაფინია კვლავ ტრავმირებულია.

“ლოს გრანოტასზე” “ლევანტეს” და “ბარსელონას” შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.

0.121405