კალათბურთი

18:12 | 6.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სტუმართა ტური

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის დღევანდელმა ტურმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი უაღრესად დაძაბულად ტარდება. ამის დასტურად მესამე წრის მეორე ტურიც იკმარებს, სადაც მასპინძლებმა ერთი შეხვედრაც ვერ მოიგეს.

აღნიშნული ტურის მეოთხე დასკვნით შეხვედრაში მასპინძლის როლში “რუსთავი” იყო, რომელიც “დინამოს” შეხვდა. თავიდანვე “დინამოს” კალათბურთელები დაწინაურდნენ. შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი მეორე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც “დინამომ” 15 ქულის სხვაობით, 26:11 მოიგო. პირველი ტაიმის შემდეგ კი 19 ქულით 45:21 დაწინაურდა. მეორე ტაიმში “რუსთავი” გააქტიურდა, ანგარიშში სხვაობა 5 ქულამდეც კი დაიყვანა, მაგრამ დამარცხებას მაინც ვერ გადაურჩა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 68:60 “დინამოს” სასარგებლოდ.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 18 ქულა “რუსთავის” უკანახაზელმა, ამერიკელმა ლეგიონერმა დევიდ კაელსმა დააგროვა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. სამაგიეროდ, ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელებმა, ამერიკელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა კაელ ტურპინმა (11 ქულა, 15 მოხსნა) და სერბმა მძიმე ფორვარდმა ნიკოლა გაჩეშამ (16 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულეს.

მართალია დინამოელთაგან დიდი შედეგიანობით არავინ გამოირჩეოდა, მაგრამ ირაკლი ხოშტარიას შეგირდებმა გუნდური თამაში აჩვენეს და ამით შეძლეს წარმატების მიღწევა. მათ შორის ყველაზე მეტი 12 ქულა ნოდარ გოგოძემ დააგროვა.

“რუსთავი” – “დინამო” 60:68

(15:19, 11:26, 14:12, 20:11)

თეგებისუპერლიგა
0.119562