იტალიური “მილანის” ყოფილი მცველი ალესანდრო კოსტაკურტა “კორიერე დელო სპორტის” ტელევიზიასთან საუბრისას “როსონერის” ამჟამინდელი ფორვარდის მარიო ბალოტელის კრიტიკას მისდგა. 49 წლის ალესანდროს თქმით, ბალოტელის ადგილი “მილანში” არაა.
“ჩემს “მილანში” ბალოტელი არათუ ითამაშებდა, არამედ გასახდელშიც ვერასდროს შემოვიდოდა”, - თქვა კოსტაკურტამ.
ალესანდრო კოსტაკურტას კარიერის თითქმის მთლიანი ნაწილი “როსონერიში” აქვს გატარებული, ჯამში შავ-წითელი მაისური 600-ზე მეტ მატჩში მოირგო. იგი იმ გაუვალი დაცვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც “მილანს” 90-იანი წლების დასაწყისში ჰყავდა. იტალიის ნაკრებში კი “ბილის” 59-ჯერ უთამაშია.