ფეხბურთი

11:52 | 6.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

50 ათასი კულიბალი “სან პაოლოზე”

კვირას, იტალიის სერია A-ს მორიგი კალენდარული მატჩისას, რომელშიც “ნაპოლი” და “კარპი” დაუპირისპირდებიან, ნეაპოლელი გულშემატკივრები თავიანთი საყვარელი გუნდის მცველის, კალიდუ კულიბალის გამოსახულების მქონე ნიღბით იქნებიან “სან პაოლოს” ტრიბუნებზე. ამ ჟესტით ისინი სენეგალელ ფეხბურთელს ერთგვარ მხარდაჭერას, ხოლო რასისტების მიმართ პროტესტს გამოხატავენ.

საქმე ისაა, რომ იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში, “ლაციოსთან” მატჩისას კულიბალის რომაული გუნდის ტიფოზებმა უსტვინეს, რის გამოც ზემოხსენებული თამაში 3 წუთით შეწყდა კიდეც. “ლაციოს” კი თავის მხრივ, ფულადი ჯარიმა და ორი მატჩით “კურვა ნორდის” დისკვალიფიკაცია დაეკისრა.

0.105759