ფეხბურთი

19:08 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიო: “რეალი”? მადლობა ღმერთს “ბარსელონაში” გადავედი”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა შემტევმა რონალდინიო გაუჩომ განაცხადა, რომ ფორმის პიკზე ყოფნის პერიოდში მას ბევრი კლუბი სთავაზობდა სამსახურს, თუმცა საბოლოოდ “ბარსელონა” არჩია.

რონალდინიომ აგრეთვე განაცხადა, მადრიდის “რეალში” გადასვლის შანსი მქონდაო.

“ბარსელონაში” გადასვლა გადავწყვიტე, რადგან კარგი ურთიერთობა მქონდა სანდრო როსელისთან, რომელიც მაშინ კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. გადაწყვეტილება კიდევ იმიტომ მივიღე, რომ ჩემი კერპები რომარიო და რონალდო ამ გუნდში თამაშობდნენ. მქონდა თუ არა შანსი “რეალში” გადავსულიყავი? ჩემ ძმას ბევრი წინადადება ჰქონდა, მოლაპარაკებასაც აწარმოებდა, თუმცა მადლობა ღმერთს, “ბარსელონაში” აღმოვჩნდი.” – განაცხადა Cadena Ser-თან საუბრისას სამხრეთამერიკელმა.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე “ბლაუგრანას” 2003 წელს პსჟ-დან შეუერთდა და ესპანურ გრანდში 5 სეზონი გაატარა. რონალდინიომ “ბარსელონას” მაისურით 207 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 94 გოლი და 69 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.1155