ფეხბურთი

18:09 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” დე პაული არგენტინაში გაასხვისა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის ბინადარმა “ვალენსიამ” ნახევარმცველი როდრიგო დე პაული არგენტინულ “რასინგ აველანდაში” სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს. 21 წლის შემტევი სამშობლოში დიეგო მილიტოსა და ლისანდრო ლოპესის მხარდამხარ ითამაშებს.

დე პაული “ვალენსიაში” 2014 წელს ჩაირიცა, მას შემდგომ “ღამურების” ღირსება ესპანეთის ლა ლიგაში 23 მატჩში დაიცვა და ერთი გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113967