თურქეთში შეკრებაზე მყოფი მარტვილის “მერანი” კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელით გაძლიერდა. გუნდის პრეს-სამსახურის ცნობით, ამიერიდან მარტვილელთა რიგებში ითამაშებს 25 წლის თავდამსხმელი ნიკოლოზ საბანაძე.
შეგახსენებთ, რომ აქამდე საბანაძე ქუთაისის “ტორპედოს”, “ზესტაფონის”, თბილისის “დინამოს” და თბილისის “საბურთალოს” ღირსებას იცავდა.