კალათბურთი

14:53 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის 18 ქულა და მორიგი მარცხი

ქართველმა კალათბურთელმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ლიბანის ეროვნულ ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა, მისმა “ჩემპვილმა” კი შვიდ შეხვედრაში მე-6 მარცხი განიცადა და “ლუაიზესთან” ერთად, სატურნირო ცხრილის ფსკერზე რჩება.

“ჩემპვილი” შინაურ კედლებში “ბიბლოსთან” 81:87 დამარცხდა, ცქიტიშვილმა კი 39 წუთში 18 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

ნიკოლოზმა 11-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 შეცდომა დაუშვა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

სტუმართა რიგებში საუკეთესო უკრაინის ნაკრების ყოფილი ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი სტივენ ბურტი იყო, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო.

საინტერესოა, რომ ამ დღეებში ლიბანის ჩემპიონატში მე-7 ადგილზე მყოფმა “საგესემ” უკრაინის ნაკრების კიდევ 1 ყოფილი ვარსკვლავი, ცენტრი ოლეკსი პეჩეროვი გადაიყვანა, რომელიც შარშანდელი სეზონში “დენვერ ნაგითსშიც” კი ირიცხებოდა.

დასასრულ, მოგახსენებთ, რომ “ჩემპვილი” მომდევნო მატჩს 6 თებერვალს ხსენებულ “ლუაიზესთან” სტუმრად ჩაატარებს.

0.114077