“ვალენსიას” ახალგაზრდა ნახევარმცველი როდრიგო დე პაული მშობლიურ “რასინგში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია “ღამურების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
21 წლის ფეხბურთელი არგენტინულ კლუბში 2016 წლის 30 ივნისამდე იჯარის წესით იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ დე პაული “ვალენსიაში” 2014 წლის ზაფხულში სწორედ “რასინგიდან” გადავიდა.
ის მიმდინარე სეზონში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდიდა (15 მატჩი – სულ 730 წუთი) და სამშობლოში დროებით დაბრუნება ამიტომ გადაწყვიტა.