ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების წინ საკუთარი გუნდის განაცხადი ოფიციალურად დაასახელა. “არისტოკრატთა” შემადგენლობაში სეზონის პირველ ნახევართან შედარებით ერთი ცვლილებაა – კოლუმბიელი თავდამსხმელი რადამელ ფალკაო განაცხადს მიღმა დარჩა, ხოლო მისი ადგილი ბრაზილიელმა ახალწვეულმა ალეშანდრე პატომ დაიკავა.
ფალკაომ შემოდგომაზე ლიგაზე “ჩელსის” ღირსება არცერთ შეხვედრაში დაუცავს. რაც შეეხება ახალ სალიგო განაცხადს, იგი ასე გამოიყურება.
ასმირ ბეგოვიჩი, ბრანისლავ ივანოვიჩი, ჩესკ ფაბრეგასი, კურტ ზუმა, ბაბა რაჰმანი, ოსკარი, ედენ აზარი, ალეშანდრე პატო, ჯონ ობი მიკელი, ტიბო კურტუა, ბერნარ ტრაორე, კენედი, პედრო, ლოიკ რემი, დიეგო კოშტა, მატ მიაზგა, ნემანია მატიჩი, ვილიანი, გარი კეჰილი, ჯონ ტერი, ჯამალ ბლაკმანი, სესარ ასპილიკუეტა.