იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსს” მცველი მარტინ კასერესი გამოაკლდა. როგორც გამოცემა “ტუტოსპორტი” წერს, 28 წლის ურუგვაელი უკანახაზელისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. არადა, მასიმილიანო ალეგრი ბოლო დროს მარტინს წყალობდა და სათამაშო დროს ხშირად უთმობდა. სამხრეთამერიკელისთვის საბედისწერო გუშინ, “ჯენოასთან” (1:0) გამართული მატჩი აღმოჩნდა, რომლის 63-ე წუთზე კასერესი შესაცვლელი შეიქნა.
საერთოდ, “იუვეს” 4 ნომერი ლაზარეთს გაშიანურებულია და სეზონი ისე არ გაივლის სერიოზული ტრავმა რომ არ მიიღოს. ამიტომაცაა, რომ მიმდინარე სეზონში კასერესს მხოლოდ 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
სხვათა შორის, აღნიშნული ტრავმა “იუვენტუსისთვის” წელს 41-ეა, რაც გუნდის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგია. ამავე მატჩში “იუვემ” კიდევ ერთი, ოღონდ უკვე თავისთვის სასიამოვნო რეკორდი დაამყარა – სერია A-ში ზედიზედ 13 თამაში მოიგო და ანტონიო კონტეს “იუვეს” ორი წლის წინანდელი მიღწევა გააუმჯობესა.