ფეხბურთი

19:13 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “რეალმა” ზიდანს გაუხანგრძლივა

მადრიდის “რეალმა” მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს ნდობა გამოუცხადა კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა “მარკა” ავრცელებს. ფლორენტინო პერესი ახალგაზრდა ფრანგი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია.

მოგეხსენებათ, “ზიზუს” “სამეფო კლუბი” მიმდინარე წლის 4 იანვარს ჩააბარეს და თავდაპირველი ხელშეკრულებით “სანტიაგო ბერნაბეუზე” მიმდინარე სეზონის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო. “რეალმა” ზიდანის ხელმძღვანელობით 4 თამაში ჩაატარა და აქედან სამი მოიგო, ერთი კი “ბეტისთან” ფრედ დაასრულა. ხსენებულ შეხვედრებში მადრიდულმა გრანდმა 17 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.

0.119249