მიუნხენის “ბაიერნის” სპორტული დირექტორი მათიას ზამერი მიიჩნევს, რომ გერმანული პრესა გუნდის მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას უსამართლოდ ექცევა და თანამემამულე ჟურნალისტებს მოუწოდებს, მეტი პატივისცემა გამოიჩინონ ესპანელი სპეციალისტის მიმართ.
“რაც ახლა ხდება - უსამართლობაა, ჩვენს მწვრთნელს ყველაფერში ადანაშაულებენ. გთხოვთ მეტი პატივისცემა გამოიჩინოთ გვარდიოლას მიმართ, მან ბევრი რამ გააკეთა “ბაიერნისთვის” და გერმანული ფეხბურთისთვის. გუნდი მისი ხელმძღვანელობით უკეთესი გახდა “ - ციტირებს ზამერის სიტყვებს Bild-ი.
გვარდიოლა გერმანელი ჟურნალისტების განსაკუთრებული კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც გამოცხადდა, რომ ის სეზონის ბოლოს “ბაიერნს” დატოვებს და “მანჩესტერ სიტის” ჩაუდგება სათავეში.