“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის თანაშემწის, რაიან გიგზის შოტლანდიური “სელტიკის” თავკაცად შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა.
“სტოკ სიტისთან” მატჩისას მანჩესტერელთა სამწვრთნელო სკამზე გიგზის არყოფნის შემდეგ ბრიტანულ პრესაში გაჩნდა ცნობა, რომ 42 წლის სპეციალისტი შოტლანდიაში “სელტიკის” ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად გაემგზავრა. თუმცა, როგორც The Manchester Evening News-ი იტყობინება, გიგზის მანჩესტერიდან შესაძლო წასვლის შესახებ საუბარი უსაფუძვლოა და ის თამაშს ოჯახის ერთ ერთი წევრის ავადმყოფობის გამო არ ესწრებოდა.