ფეხბურთი

12:14 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“შახტარმა” არაბიძე ევროპალიგის განაცხადში შეიყვანა

დონეკის “შახტარის” ახალგაზრდა ქართველ შემტევს გიორგი არაბიძეს მიმდინარე სეზონში ევროპის ლიგის პლეი ოფის მატჩებში მონაწილეობის შანსი ექნება. უკრაინულმა კლუბმა მომავალი შეხვედრებისთვის უეფაში ოფიციალური განაცხადი გაგზავნა და მირჩა ლუჩესკუს რჩეულთა შორის ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა.

“შახტარი” ევროპის ლიგის 1/16-ფინალში, 18 და 25 თებერვალს, გელზენკირხენის “შალკეს” დაუპირისპირდება.

გიორგი არაბიძე “შახტარის” ძირითად გუნდთან ერთად ამ ზამთარს აშშ-ში გამართულ შეკრებაზე იმყოფებოდა, ამჟამად კი ესპანურ შეკრებაზეც ლუჩესკუს განკარგულებაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123095