ფეხბურთი

0:47 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“მერანმა” ბულგარელებთან ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა მარტვილის "მერანმა" მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა. მარტვილელები ბულგარულ "პირინთან" 2:3 დამარცხდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური იყო, თამაში საკმაოდ უხეში გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა.

ქართულმა კლუბმა პირველი ნახევარი 0:1 დათმო, მე-2 ნახევარში კი ბულგარელებმა ანგარიში სამამდე გაზარდეს. “მერანმა” თამაშის გადარჩენა სცადა და მიზანთან ახლოსაც იყო.

პირველი გოლი ნოდარ კიკნაველიძის აქტიურობას მოჰყვა. მერანელი ორ მეურვეს ადვილად გასცდა და ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც დათა ციცხვაიამ უფრო ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ შოთა ჯიქიას გაუწია ასისტენტობა. ამ უკანსკნელმა ბურთი “პირინის” კარში ერთი შეხებით გადაგზავნა. მეორე გოლი ვასიკო კეჩხაძემ გაიტანა ჩიმაკაძის პასით.

“მერანმა” შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: სევოსტიანენკო, მელიავა, გიორგაძე, ი. ციცხვაია, გეგია, ჯღამაია, გოგუაძე, ხაბელაშვილი, აშორტია, შენგელია, დ. ციცხვაია.

შეცვლაზე შევიდნენ: მამალაძე, ორბელაძე, რუხაია, კენჩხაძე, ჩიმაკაძე, ჯიქია, გაზდელიანი, გოგოლიძე, გოგუაძე, კიკნაველიძე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.130208