კალათბურთი

22:53 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

თვის მოთამაშეებად დეროზანი, ლოური და დიურანტი აღიარეს

“ტორონტო რეპტორზის” წევრები დემარ დეროზანი და კაილ ლოური ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის იანვრის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს. დასავლეთში საუკეთესოს ტიტული “ოკლაჰომა სიტი სანდერის” ფორვარდ კევინ დიურანტს ერგო.

დეროზანის და ლოურის დახმარებით, ტორონტოელებმა 14-დან 12 მატჩი მოიგეს, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ამასთან, დეროზანის საშუალო მაჩვენებლები 23.9 ქულა, 4.2 მოხსნა და 3.8 პასი იყო. ლოურის მონაგარი 21.7 ქულა, 6.7 პასი და 2.36 ჩაჭრა იყო.

დიურანტმა თვე შედეგიანობის მხრივ, მთელს ლიგაში მე-2 საშუალო მაჩვენებლით დაასრულა – 28.5 ქულა. გარდა ამისა, მისი მონაგარი 9.3 მოხსნა და 4.3 პასი გახლდათ. ისიც ვთქვათ, რომ იანვარში ოკლაჰომელებმა 16-დან 13 შეხვედრა მოიგეს.

თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას ჯიმი ბატლერი (“ჩიკაგო”), ლებრონ ჯეიმსი (“კლივლენდი”), სტეფ კარი (“გოლდენ სტეიტი”), ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”), დეანდრე ჯორდანი და კრის პოლი (ორივე – “კლიპერსი”), კრის ბოში და დუეინ უეიდი (ორივე – “მაიამი”), რასელ უესტბრუკი (“ოკლაჰომა სიტი”), დემიან ლილარდი (“პორტლენდი”), დემარკუს კაზინსი და რაჯონ რონდო (ორივე – “საკრამენტო”) აცხდაებდნენ.

0.115643