ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ კიევის “დინამოს” ორმატჩიანი სასჯელი, რომელიც სტადიონზე მაყურებელთა არდაშვებას ითვალისწინებდა, შეამცირა. უკრაინელთა აპელაცია უეფამ დააკმაყოფილა და “დინამო” მხარდამჭერები “მანჩესტერ სიტისთან” მატჩზე დასწრებას შეძლებენ.
უეფამ კიეველები ლონდონის “ჩელსისთან” მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯა. გულშემატკივრებმა ფერადკანიანი მაყურებლები დაამცირეს და ვიდეოფაქტის განხილვის შედეგად, უეფამ უკრაინელთა საქციელი რასიზმად ჩათვალა. შედეგად, “დინამოს” საშინაო არენაზე ევროთასების ორი შეხვედრის განმავლობაში მხარდამჭერების დასწრება აეკრძალა და 100 000 ევროთიც დაჯარიმდა.
პირველი დაპირისპირება “მაკაბისთან” კიეველებმა უკვე ჩაატარეს. უეფას გადაწყვეტილების მიხედვით, სტადიონის და ფულადი ჯარიმა განახევრდა.
კიევის “დინამო” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 24 თებერვალს “ოლიმპიისკიზე” გაიმართება, განმეორებითი დაპირისპირება კი 15 მარტს შედგება.