პორტუგალიური “პორტუს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ჯანელი იმბულა კარიერას ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “სტოკ სიტიში” გააგრძელებს. როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი იუწყება, 23 წლის ნახევარმცველის შეძენა 25 მილიონი ევრო დაჯდა, რაც “სტოკის” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
იმბულა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქე გახლავთ, “პორტუში” მიმდინარე სეზონის წინ მარსელის “ოლიმპიკიდან” ჩაირიცხა 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ. სეზონის პირველ ნახევარში მან “დრაკონების” რიგებში 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლი არ გაუტანია.