კალათბურთი

15:03 | 2.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილი ლიბანში – 17 ქულა, 20 მოხსნა

ქართველმა კალათბურთელმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ლიბანის ეროვნულ ჩემპიონატში მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა, თუმცა, მისმა გუნდმა ამჯერადაც წააგო.

ცქიტიშვილის “ჩემპვილი” ერთპიროვნულ ლიდერ “ალ რიადის” დაუხვდა და მისთვის პირველი მარცხი მიყენება ვერ მოახერხა – 88:94.

ნიკოლოზმა მოედანზე 34:54 წუთი დაჰყო და 17 ქულა, 20 მოხსნა (6 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 11-დან 6 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ცქიტიშვილს მასპინძელთა შორის საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი ჰქონდა, სტუმართაგან კი მისი გარჯა ამერიკელმა აარონ ჰარპერმა გადაფარა, რომელმაც 39:47 წუთში 33 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 6 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.

“ალ რიადი” 6 მოგებით პირველ პოზიციაზე დარჩა, “ჩემპვილი” კი ერთადერთი გამარჯვებით ისევ ბოლოსწინა მე-8 პოზიციაზეა. ნიკას გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 თებერვალს, ისევ შინ, “ბიბლოსთან” გამართავს, რომელიც “ჩემპვილს” ერთადერთი მოგებით უსწრებს.

0.121859