ფეხბურთი

12:32 | 1.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივი" ესპანეთში: შემადგენლობა და მატჩების სია

თბილისის "ლოკომოტივი" 1 თებერვალს დილით ესპანეთში გაემგზავრა შეკრებაზე. კერძოდ, ალბირში: ქალაქ ალიკანტესთან ახლოს. თბილისელები სასტუმრო "ალბირ გარდენში" დაბინავდებიან.

"მსოფლიო სპორტმა" "ლოკომოტივის" მენეჯერ თამაზ ბოკერიასგან შეიტყო ესპანეთში წამსვლელი ფეხბურთელების და ასევე, ტესტ-მატჩების სია.

მეკარეები: 1. ბაჩო მიქავა, 13. ლაზარე კუპატაძე, 25. რევაზ თევდორაძე;

მცველები: 3. რევაზ ჩიტეიშვილი, 4. ნიკა ჭანტურია (კაპ), 5.გიორგი გეთიაშვილი, 16. გიორგი ხიდეშელი, 27. გიორგი გაბაძე, 49. ალექსი ბენაშვილი, 80. დავით უბილავა;

ნახევარმცველები: 8. დემურ ჩიხლაძე, 10. გიორგი დიასამიძე, 11. გიორგი კიკნაძე, 14. შერმადინ ართმელაძე, 17. ვაჟა ქიქავა, 22. ლუკა კიკაბიძე, 23. ერეკლე სულთანიშვილი, 24. ვატო არველაძე, 30. ალეკო მზევაშვილი, 39. ბორის მახარაძე, 88. დავით სამურკასოვი;

თავდამსხმელები: 9. მამია გავაშელიშვილი, 21. ზვიად ქანთარია, 98. რატი არდაზიშვილი;

დელეგაციაში არიან: მთავარი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა მულეტი, ასისტენტი დიმიტრი თოფურიძე, მეკარეების მწვრთნელი კოტე გუგუნავა, ფიზმომზადების მწვრთნელი შალვა ღონღაძე და მენეჯერი თამაზ ბოკერია.

"ლოკომოტივი" ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავს: 3 თებერვალს პოლონურ "კრაკოვიასთან" (თბილისის დროით 14:00 საათზე), 8 თებერვალს დონეცკის "შახტართან" (21:00 საათზე), 11 თებერვალს სლოვაკურ "ზემპლინ მიხალოვცესთან" (18:00 საათზე) და 14 თებერვალს დანიურ "რანდერსთან" (21:00 საათზე).

ამ ოთხეულიდან ყველაზე სახელიანი და ძლიერი მეტოქე, რა თქმა უნდა, "შახტარია". ყველა ქართული კლუბი როდი ახერხებს ასეთ გუნდებთან ამხანაგურ თამაშს... შეგახსენებთ, "შახტარში" გიორგი არაბიძე თამაშობს, რომელიც სწორედ "ლოკომოტივიდან" გაიყიდა დონეცკურ კლუბში.

აქვე ვთქვათ, რომ "ლოკომოტივის" კიდევ ერთ მეტოქეს ჰყავს ქართველი ფეხბურთელი. "ზემპლინ მიხალოვცეში" ხომ აკაკი ხუბუტია თამაშობს.

0.123047