კალათბურთი

23:07 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰეინსი “პანათინაიკოსში” ჩაირიცხა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი, ნატურალიზებილი ამერიკელი უკანახაზელი მარკიზ ჰეინსი ათენის “პანათინაიკოსის” წევრი გახდა. ბერძნულმა გრანდმა 29 წლის კალათბურთელთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ ცნობა ოფიციალურ ვებ-გვერდზე განათავსა.

ჰეინსმა მიმდინარე სეზონი იტალიურ “დინამო სასარიში” დაიწყო, რომელსაც გასული წლის ივლისში ჩაირიცხა. მანამდე, ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი თელ-ავივის “მაკაბის”, “სიენას” და “მილანის” ღირსებასაც იცავდა.

შეგახსემებთ, რომ მარკიზმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და 8 მატჩში მისი საშუალო მაჩვენებლები ასეთი იყო: 20.6 წუთი, 8.0 ქულა, 1.6 მოხსნა, 1.3 პასი.

0.10987