ფეხბურთი

19:27 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩილეს ნაკრებს პიცი გაწვრთნის

ჩილეს ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს ესპანელი ხუან ანტონიო პიცის სახით. როგორც ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იტყობინება მხარეებმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს და იგი ძალაში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ბოლომდე იქნება.

47 წლის პიცი ბოლოს მექსიკურ “ლეონში” მუშაობდა, ძირითადად კი სწორედ სამხრეთამერიკულ კლუბებში მოღვაწეობით გაითქვა სახელი. სამშობლოში კი, 2013 დეკემბრიდან 2014 წლის ზაფხულამდე სათავეში “ვალენსიას” ედგა. პიციმ ჩილეს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხორხე სამპაოლი შეცვალა, რომელმაც ნაკრებიდან წასლის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125031