ფლორენციის “ფიორენტინას” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მარიო სუარესი კარიერას “უოტფორდში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინგლისური გუნდის ვებგვერდი იუწყება. 28 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი “უოტფორდს” 5.5 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო ხელშეკრულება ძალაში 2020 წლის 30 ივნისამდე იქნება.
სუარესი “ფიორენტინაში” გასულ ზაფხულს მადრიდის “ატლეტიკოდან” ჩაირიცხა, თუმცა “არტემიო ფრანკიზე” ფეხი ვერ მოიკიდა და სეზონის პირველ ნახევარში მოედანზე მხოლოდ 9-ჯერ გავიდა, გოლი კი ერთხელ გაიტანა.