ფეხბურთი

11:33 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” რუმინეთის ნაკრებთან დამარცხდა (+VIDEO)

ქუთაისის “ტორპედომ” თურქულ შეკრებაზე პირველი საკონტროლო მატჩი რუმინეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა. შეხვედრა ბელეკში “მაქს როიალზე” გაიმართა. (VIDEO)

ქართული გუნდის მოწინააღმდეგე ეროვნულ ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელებით გახლდათ დაკომპლექტებული და პირველი ტაიმში ალექსანდრ შტელინის გუნდმა 3 გოლი გაუშვა.

მეორე ნახევარში რუმინელთა უპირატესობა კვლავ საგრძნობი იყო და ორი გოლი ქუთაისელებმა შესვენების შემდეგ 12 წუთში გაუშვეს. პრესტიჟის გოლი კი ფურცხვანიძემ 88-ე წუთზე გაიტანა.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს ქართული გუნდი პრაღის დუკლას წინააღმდეგ 1-ელ თებერვალს გამართავს.

0.120954