ფეხბურთი

19:01 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვემ” მარონე “ვერონაში” გაუშვა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ლუკა მარონე სეზონის ბოლომდე სერია A აუტსაიდერ “ვერონაში” იჯარის წესით იასპარეზებს. აღნიშნულ ინფორმაციას “ჰელასის” ვებგვერდი ავრცელებს. 25 წლის მარონემ სეზონის პირველი ნახევარი ასევე იჯარით “კარპიში” გაატარა, რომლის ღირსებაც 9 თამაშში დაიცვა და მეტოქეთა კარი ერთხელ აიღო.

მარონე “იუვენტუსის” სკოლის აღზრდილია, მაგრამ ტურინულ გრანდში ფეხი ვერაფრით მოიკიდა და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გუნდებში ხშირად იყო განათხოვრებული.

0.115224