ფეხბურთი

15:27 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერი” ედერს გაიფორმებს

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და გენუის “სამპდორიას” თავდამსხმელი ედერი მილანის “ინტერში” გადადის. გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, 29 წლის შემტევის ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და იგი მილანში დღეს ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდგომაც კონტრაქტს ხელს ოფიციალურად მოაწერს.

ედერი “ინტერში” სეზონის ბოლომდე იჯარის წესით დარჩება და ზაფხულში ლომბარდიელებს მისი გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეეძლებათ. ამასთან, “ინტერმა” “სამპას” კაპიტანი, ანდრეა რანოკია ივნისამდე იჯარით დაუთმო.

ედერი, რომელიც წარმოშობით ბრაზილიელია, მაგრამ იტალიის მოქალაქეობა აქვს, “სამპდორიაში” 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს. მიმდინარე სეზონში კი სერია A-ში 19 ჩატარებულ თამაშში 12 გოლი გაიტანა და 2-ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა. იტალიის ნაკრებში კი ედერს 8 მატჩში ორჯერ გაუტანია.

0.115455