ფეხბურთი

22:29 | 28.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

თაუნსენდი “ნიუკასლის” ფეხბურთელია

ლონდონის “ტოტენჰემის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ანდროს თაუნსენდი კარიერას “ნიუკასლში” განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია “კაჭკაჭების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

24 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, ხოლო ტრანსფერის ღირებულება 15.7 მილიონი ევროა.

თაუნსენდს მიმდინარე სეზონში მაურისიო პოჩეტინო საერთოდ არ ენდობოდა (7 მატჩში – სულ 231 წუთში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა), რამაც ინგლისის ნაკრების ფეხბურთელს “უაით ჰართ ლეინიდან” წასვლა გადააწყვეტინა.

0.139999