ფეხბურთი

18:57 | 28.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" სპარინგში "გაგრას" მოუგო

დღეს, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე თბილისის "დინამომ" ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველი სპარინგი გამართა. დინამოელებს მეტოქეობა "გაგრამ" გაუწია. მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით - 2:0 დასრულდა.

დინამოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, პირველი გოლი შეხვედრის მე- 20 წუთზე გუნდში სინჯებზე მყოფმა ბრაზილიელმა შემტევმა - ჯაჯა დე სოუზამ გაიტანა. მეორედ გაგრელთა კარი 85- ე წუთზე ბაჩანა არაბულმა აიღო.

დინამოელები 30 იანვარს გეზს თურქეთისკენ აიღებენ, სადაც 5 საკონტროლო შეხვედრას გამართავენ და თბილისში 14 თებერვალს დაბრუნდებიან.

დინამო 2:0 გაგრა
დინამო: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, გურული, ცინცაძე, კიტეიშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, იაშვილი, ჯაჯა.
მეორე ტაიმი: ბეგაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, ჭელიძე, გურული, ცინცაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი, ს. ლობჟანიძე, არაბული, ქვილითაია.

0.115995