მოსკოვის ცსკა-ს ერთ-ერთი ლიდერი მილოშ ტეოდოსიჩი 4.5 ათასი ევროთი დააჯარიმეს. შეგახსენებთ, რომ ევროლიგის ეგიდით “ლაბორალ კუჩას” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში სერბმა კალათბურთელმა მსაჯების მიმართ უპატივცემულობა გამოამჟღავნა, რის გამოხ მოედნიდან იქნა გაძევებული.
საინტერესოა, რომ რუსულმა კლუბმა აღნიშნულ თამაშში მარცხიც ვერ აიტანა და არბიტრები მიკერძოებულ ქმედებებში დაადანაშაულა, რის გამოც თორნიკე შენგელიას გუნდთან დაფიქსირებული შედეგის გადახედვას ითხოვდა. ცხადია, ევროლიგის ხელმძღვანელობამ ბასკეთში გამართული მატჩის ანგარიში ძალაში დატოვა.