ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ფრანგულ ანდრეციე-ბუტონში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირს ერთეულთა თანრიგის კვალად, წყვილებშიც გამოეთიშა.
შაფათავა და რუსი ვალენტინა ივახნენკო “უაილდ ქარდის” მქონე ფრანგ მირტილ გეორგესს და ბულგარელ ისაბელა შინიკოვას გაეჯიბრნენ და 0:6, 2:6 წააგეს.