როგორც ბრიტანული The Sun-ი იუწყება, ლონდონის “ჩელსი” ბელგიელი შემტევის ედენ აზარის დათმობას 80 მილიონ გირვანქა სტერლინგზე ნაკლებად არ აპირებს. ფეხბურთელისადმი ინტერესს მადრიდის “რეალი” იჩენს. ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა ზინედინ ზიდანს სურს.
“რეალს” აზარის გადასაბირებლად ცოტა დრო რჩება, რადგან ზამთრის სატრანსფერო პერიოდის შემდეგ, მომდევნო ორი ბაზრის განმავლობაში ფიფას სასჯელის გამო, მოთამაშეებს ვერ იყიდის.
მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა 28 მატჩი ჩაატარა და თავი 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.