“ბლაუგრანამ” ვიგოელებს ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის შესაძენად რამდენიმე წინადადებით მიმართა, თუმცა “სელტას” ხელმძღვანლობამ ყველა უარყო და მოლაპარაკებები ჩაიშალა. ნოლიტოს სანაცვლოდ კლუბი 18 მილიონ ევროს ითხოვს, ეს თანხა კი “ბარსას” გეგმებში არ შედის. შემტევით ლუის ენრიკეა მოხიბლული, თუმცა კლუბმა ფეხბურთელის შეძენა მიმდინარე სეზონში აღარ მოისურვა.
2015/16 წლების სეზონში ნოლიტომ “სელტას” რიგებში 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნულ ნაკრებსა და საკლუბო დონეზე კარგი თამაშის წყალობით, ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 10-დან 15 მილიონ ევრომდე გაიზარდა.