სხვა

1:30 | 27.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპირველობაზე გედევანიშვილის გარეშე

27 იანვარს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში სტარტს აიღებს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. მომავალ ტურნირში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი იასპარეზებს, თუმცა, ის არ იქნება ელენე გედევანიშვილი.

მოგეხსენებათ, გედევანიშვილი სპორტის ამ სახეობაში საქართველოს ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია და 2-ჯერ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალიც კი მოუპოვებია, თუმცა, ამჯერად, Ondrej Nepela Arena ყინულზე ვერ ვიხილავთ.

სამაგიეროდ, ქართველი ფიგურულად მოციგურავე იასპარეზებს ვაჟთა ტურნირში. 27 იანვარს მოკლე პროგრამა შედგება, სადაც 19 წლის არმენ აგაიანიც გამოვა. მისი მწვრთნელები გიორგი შანყულაშვილი და ინგა გილაური არიან, ქორეოგრაფი კი – სვეტლანა სიხარულიძე.

არმენი ტურნირებისთვის ამერიკლ ლევითაუნში ემზადება, მისი საუკეთესო მაჩვენებლები კი ასეთია: 46.22 ქულა მოკლე პროგრამაში, 90.50 – თავისუფალ პროგრამაში და 124.90 – ჯამურად.

ევროპირველობის მოკლე პროგრამაში 35 სპორტსმენი ჩაებმება, აგაიანი კი მე-2 ექვსეულში მოხვდა და ყინულზე მე-8 ნომრად გავა. მისი გამოსვლა სუხიშვილების ასსა ფართის მოტივებზე იქნება აგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12054