უკანახაზელი ლაშა ფარღალავა (07.02.1987, 193 სმ) კარიერას სუპერლიგის მონაწილე ,,ოლიმპში“ აგრძელებს.
დღეს მან ახალი გუნდის შემადგენლობაში უკვე ითამაშა და 11 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ ფარღალავამ 2015-2016 წლების სეზონი სუპერლიგის მონაწილე ,,მგზავრები არმიაში“ დაიწყო, შემდეგ კი გადაწყვიტა თამაში ირანულ კლუბ ,,ესტეღლალში“ გაეგრძელებინა.